რას ითხოვს "მორეირენშე" "ბენფიკასგან" გიორგი მაკარიძის სანაცვლოდ?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მაკარიძის წარმომადგენელი "ბენფიკას" ოფიციალურ პირებს შეხვდა. რა თქმა უნდა, განხილვის საგანი იყო მაკარიძის ტრანსფერი "მორეირენშედან" პორტუგალიური ფეხბურთის გრანდში.

ამ ეტაპზე საქმე ასეა: "ბენფიკას" მიერ შეთავაზებული თანხა ქართველი მეკარის ამჟამინდელ კლუბს არ აკმაყოფილებს. არადა, მაკარიძეს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი დარჩა გუნდთან.

როგორც პორტუგალიური მედია წერს, "მორეირენშეს" ურჩევნია, "არწივების" შეთავაზებას დათანხმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ტრანსფერი ჩიხში შევიდეს, რადგან მაკარიძის გარდა, "ბენფიკას" სხვა ვარიანტებიც აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული