ელგუჯა ლობჯანიძე: ტრავმის გამო ნაკრებში თავი ისე ვერ წარმოვაჩინე...

AutoSharing Option
ელგუჯა ლობჯანიძე რუსეთის პრემიერლიგის "ორენბურგში" თამაშობდა. ეს გუნდი ახლახან პირველ დივიზიონში გავარდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია დანიშნეს, რომელმაც გუნდი უკვე შეკრიბა და სეზონისთვის მზადება დაიწყო.

ფეხბურთელებს შორის არ იყო ლობჯანიძე, რომელსაც "ლელო" განმარტებებისთვის დაუკავშირდა:

"შეკრება ახალი დაწყებულია. "ორენბურგში" დავრჩები. რამდენიმე გუნდი დამიკავშირდა, მაგრამ კონკრეტული და რეალური ვარიანტი არაფერი იყო და ბევრი აღარც მიფიქრია - რეალური იყო "ორენბურგში", რომელთანაც კონტრაქტი მაკავშირებს.

ორი აზრი
არ არის, რომ გადამწყვეტი როლი მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნამ ითამაშა. ახლა გუნდთან ერთად იმიტომ არ ვარ, რომ მცირე ტრავმა მაწუხებს. ჯერ არ ვიცი, მოედანს როდის დავუბრუნდები. სავარაუდოდ, ეს "ორენბურგის" სერბულ შეკრებაზე უნდა მოხდეს", - ამბობს ლობჯანიძე."

24 წლის ფორვარდი ვლადიმირ ვაისმა ბოლო ორი სანაკრებო მატჩისთვის გამოიძახა, სენტ კიტსსა და ნევისთან ამხანაგურ მატჩში კი თავის გამოჩენის შანსიც მისცა. ლობჯანიძე საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დარჩა:

"მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში სათამაშო დრო მომეცა. თუმცა, როგორც გითხარით, ძველი ტრავმა მაწუხებდა და თავი ისე ვერ წარმოვაჩინე, როგორც საჭირო იყო. თუმცა ნაკრებში გატარებული ეს პერიოდი საკმაოდ კარგი და სასიამოვნო იყო. იმედი მაქვს, ამ პატივს მომავალშიც დავიმსახურებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული