ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

[მოსალოდნელი ტრანსფერი] ნიკა კაჭარავა "ლეხისა" და "რეინჯერსის" სამიზნეში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდი ნიკა კაჭარავა შოტლანდიური "რეინჯერსისა" და პოლონური "ლეხის" სამიზნეში აღმოჩნდა.

ამ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. მოგეხსენებათ, კაჭარავამ სეზონი სწორედ კვიპროსში, ახნას "ეთნიკოსში" ჩაამთავრა.

ეტყობა, ამ გუნდში მისი წარმატებული თამაში (27 მატჩი, 16 გოლი) სელექციონერებს ყურადღებიდან არ გამორჩენიათ. ამას გარდა, ერთი გოლი მან ეროვნულ გუნდშიც (5 მატჩი) გაიტანა, როცა 24 მარტს თბილისში სერბეთის ნაკრები დაამწუხრა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ