გიორგი მერებაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველები დაასაჩუქრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" გამარჯვებულები, ლექსო ჩაჩავა და გუგა ხომერიკი თავისი საკლუბო მაისურით დაასაჩუქრა.

- გიორგი მერებაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

Sportall.ge-ზე გიორგი მერებაშვილისთვის კითხვების დასმა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დასმული კითხვებიდან საუკეთესოს ავტორები თავად შეარჩია. აღსანიშნავია, რომ მერებაშვილმა არა ერთი, არამედ სამი კითხვა შეარჩია. გამომდინარე იქიდან, რომ მესამე გამარჯვებული, ალექსანდრე სვანაძე ამჟამად თბილისში არ იმყოფება, მას მაისურს რედაქცია მოგვიანებით გადასცემს.

"ძალიან კარგი რუბრიკაა, რადგან გულშემატკივრებს საშუალება გვეძლევა, სპორტსმენებს თავად დავუსვათ
კითხვები და მათგან გულახდილი პასუხები მივიღოთ. რუბრიკა გულშემატკივრისა და სპორტსმენის ერთმანეთთან დაახლოებას უწყობს ხელს, რაც, ცხადია, კარგი და მისასალმებელია. პირადად ჩემთვის ეს პირველი მაისურია, რომელიც მოვიგე და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში კიდევ არაერთი ფეხბურთელის მაისურის მფლობელი გავხდები", - გვითხრა გუგა ხომერიკმა.

Sportall.Ge

"ასეთი რუბრიკის არსებობა, რომლის მეშვეობით სპორტსმენები, მწვრთნელები გულშემატკივრებთან ურთიერთობენ, ვფიქრობ, აუცილებელია. რაც მეტი ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას და მეტ კითხვას დაუსვამს მოწვეულ სტუმარს, უკეთესი იქნება. თავად მე გამარჯვებას დიდად არ ველოდი", - გვითხრა ლექსო ჩაჩავამ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
2 მაისური მაქ მოგებული 1 დინამოსი და იმასაც არ მაძლევენ
აკაკი
11:58 14-06-2017
0
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ამ რუბრიკის მიმარტ ჩემი დადებითი ემოცია.გულშემატკივრებისთვის ძალიან სასარგებლო რუბრიკაა ჩემი აზრიტ
lexso
04:26 14-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული