ჯაბა კანკავა 23 ივნისს "რეიმსის" პირველ შეკრებაზე არ იქნება

AutoSharing Option
ჯაბა კანკავას "რეიმსი" ლიგა 2-ის ახალი სეზონისთვის მზადებას 23 ივნისს იწყებს, როდესაც ფეხბურთელების საყოველთაო სამედიცინო შემოწმება მოეწყობა.

"რეიმსი" 7 ივლისს უკვე პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს "ოსერის" წინააღმდეგ.

23-ში ჯაბა კანკავა (და კიდევ ორი ფეხბურთელი) შეკრებაზე არ გამოცხადდება - კლუბმა მათ ეროვნულ ნაკრებებში მიწვევის გამო შვებულება რამდენიმე დღით გაუხანგრძლივა - წერს L'Union-ი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული მედია კანკავას "რეიმსიდან" წასვლას ვარაუდობს, თუმცა ჯერჯერობით, ის ისევ ამ კლუბში ირიცხება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული