ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯაბა ლიპარტია ლუგანსკის "ზორიადან" მიდის

AutoSharing Option
უკრაინული "ზორიას" თავკაცმა იური ვერნიდუბმა განაცხადა, რომ ჯაბა ლიპარტია, დიდი ალბათობით, დატოვებს კლუბს.

შეგახსენებთ, რომ "ზორიას" ქართველის შენარჩუნება სურდა, მაგრამ მხარეებმა ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკეს. ასე რომ, ჩვენებური ლუგანსკელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ჯაბა ლიპარტია "ზორიაში" "ვიტ ჯორჯიადან" 2011 წელს გადავიდა. 29 წლის ნახევარმცველმა ბოლო სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

ბოლო სეზონში "ზორიამ" ისტორიაში პირველად მოიპოვა უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილი. გუნდი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.