ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" გადადის - რამდენს მიიღებს "დინამო"?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი უახლოეს მომავალში ესპანური "სარაგოსას" ფეხბურთელი გახდება.

"სარაგოსას" სპორტული დირექტორი ლალო არანტეგი თბილისში იყო ჩამოსული და ფეხბურთელს პირადად შეხვდა. არანტეგიმ ფეხბურთელის წარმომადგენელთან და თბილისის "დინამოსთან" მოლაპარაკებები გამართა. პაპუნაშვილის აგენტი ლევან ზუხბაია გახლავთ.

Sportall.Ge
მარცხნიდან მეორე ლევან ზუხბაია და მის გევრდით ლოლა არანტეგი

AS-ის ცნობით, გარიგების ბოლო დეტალები გვარდება და ტრანსფერი მალე შედგება.

წყაროს ინფორმაციით, პაპუნაშვილს "დინამოსთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ "სარაგოსა" პაპუნაშვილს მცირე თანხის სანაცვლოდ გადაიბირებს, ხოლო შემდგომი გაყიდვის შემთხვევაში ქართული კლუბი ტრანსფერის თანხის 30 პროცენტს
მიიღებს.

ესპანური საიტი იუწყება, რომ ლალო არანტეგი თბილისში ერთი თვის წინ იყო ჩამოსული თბილისური გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის სანახავად, მაგრამ მისი მთავარი მიზანი გიორგი პაპუნაშვილი იყო.

"სარაგოსას" სპორტული დირექტორი ასევე აკვირდებოდა საბა ლობჟანიძესა და ოთარ კიტეიშვილს.

"სარაგოსა" ესპანეთის მეორე დივიზიონში გამოდის და გასული გათამაშება 50 ქულით მე-13 ადგილზე დაასრულა.

გიორგი პაპუნაშვილის სატრანსფერო ფასი transfermarkt.com-ზე 350 000 ევროა.