გიორგი მაკარიძის გადაბირება პორტუგალიის არაერთ გუნდს სურს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მაკარიძისა და პორტუგალიური "მორეირენშეს" გზები შეიძლება გაიყაროს.

საქმე ისაა, რომ 27 წლის გოლკიპერს მსურველები მოუმრავლდნენ. ადგილობრივი მასშტაბითაც კი გაცილებით უკეთესი ვარიანტები გამოჩნდა. ამაზე პორტუგალიური მედია წერს.

ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მაკარიძე საკუთარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მან პორტუგალიის ჩემპიონატსა და თასზე არაერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის გარდა, მას საფრანგეთსა და კვიპროსშიც უთამაშია. ქართველი მეკარე "მორეირენშეს" 2016 წელს, "ფეირენშედან" შეუერთდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მართლაც სტაბილურად ჩაატარა სეზონი და ნამდვილად იმსახურებს ძირითადი მეკარის ადგილს! წარმატებები ვუსურვოთ გიორგის და მთლიანად ნაკრებს!
თეიმურაზ ტეფნაძე
13:39 06-06-2017
0
მართლაც სტაბილურად ჩაატარა სეზონი და ნამდვილად იმსახურებს ძირითადი მეკარის ადგილს! წარმატებები ვუსურვოთ გიორგის და მთლიანად ნაკრებს!
თეიმურაზ ტეფნაძე
13:32 06-06-2017
0

სიახლეები პოპულარული