არჩევანიც გვაქვს, თან - რამდენიმე - ავთო ებრალიძე "რიუ ავეს" უახლოვდება

AutoSharing Option
პორტუგალიურმა გამოცემა "რეკორდმა" ავთო ებრალიძესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ 25 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის (რომელიც "ჟილ ვისენტეს" ტოვებს) ბრძოლაში "რიუ ავემ" უპირატესობა მოიპოვა "ბოავიშტასა" და "პაკუშ ფერეირასთან" შედარებით და ქართველი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, კარიერას სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს.

ძალიან კარგია, რომ ევროპის ეგრეთ წოდებული მეორე ეშელონის (პორტუგალია, ბელგია, ჰოლანდია, თურქეთი...) ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს. შეგახსენებთ, "მორეირენშეს" ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე. თავად ებრალიძეც, სანამ "ჟილ ვისენტე" გავარდებოდა, 3 წლის განმავლობაში თამაშობდა პრიმეირა ლიგაში.

ამ ეტაპზე,
"რიუ ავე" სიძლიერით ზემოთ ნახსენებ ორივე გუნდს სჯობს. პორტუგალიის გასულ ჩემპიონატში მან მე-7 ადგილი დაიკავა. გუნდს ლუის კასტრო წვრთნის.

ისე, რომ არა კლუბის ხელმძღვანელობის სიჯიუტე, ებრალიძე "ჟილ ვისენტეს" აქამდეც დატოვებდა, მაგრამ ახლა ამას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადგან კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

"ლელო" კომენტარისთვის თავად ებრალიძეს დაუკავშირდა:

"მეც ვნახე ეს ინფორმაცია. დაიწერა ძალიან სერიოზულ გამოცემაში - "რიუ ავემ" აჯობა "ბოავიშტასა" და "ფერეირასო". თუმცა დასამალი რა მაქვს - ამ მომენტისთვის კონტრაქტზე ხელი ნამდვილად არ მომიწერია.

ჩემს აგენტს ველაპარაკე. მან მითხრა, რომ ყველაფერი უახლოეს ორ კვირაში გაირკვევა. ახლა მორჩა ჩემპიონატი, სულ მალე დაიწყება სატრანსფერო პერიოდი, არჩევანიც გვაქვს, თან - რამდენიმე.

გვინდა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ", - გვითხრა ებრალიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ებრალიძე, რის ებრალიძე და პორტუგალისს უმაღლესი ლიგა, მაგას აზერბაიჯანი და ყაზახეთი არ ჯობია? ვაი თქვენს პატრონს, ამას რო ნაკრებში არ ათამაშებ
vaso
14:15 04-06-2017
0

სიახლეები პოპულარული