"ეს კოშმარია, მეორედ იქ აღარ ჩავალ!" - ანანიძემ "სპარტაკის" მეკარეს საქართველოში უმასპინძლა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძემ, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა, არდადეგებზე საქართველოში თანაგუნდელი - მეკარე არტიომ რებროვი მოიპატიჟა.

საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები "სპარტაკის" გოლკიპერმა sportsdaily.ru-ს გაუზიარა:

"საქართველოში ოთხი დღე დავყავით, სტუმრად ჯანო ანანიძესთან. ძალიან მომეწონა! მაგარი დასვენება გამოვიდა. მსგავსი სტუმართმოყვარეობა, სიმართლე გითხრათ, მანამდე არსად არასდროს მენახა. ეს კოშმარია! მეორედ იქ აღარ ჩავალ. ვუთხარი კიდეც: "ყველგან შენ იხდი - ასე არ შეიძლება!". მაგრამ საქართველოში ასე ყოფილა მიღებული - სტუმრებს საკადრისად უნდა დახვდნენ, გაუმასპინძლდნენ, სუფრა გაუშალონ".

"დარწმუნებული ვიყავი, რომ მომეწონებოდა,
მაგრამ არა ასე ძლიერ. თბილისი, ყაზბეგი, მცხეთა, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ხინკალი, სულგუნი... გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება!

ეს ულამაზესი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, კეთილი ხალხით. ჩვენ შეყვარებული ვართ მასზე. თუკი ვინმეს გარკვეული შიში ან ეჭვები გაქვთ, ჩახვიდეთ თუ არა საქართველოში, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ და მინიმუმ, ორი კვირით!", - ასეთი მინაწერი გაუკეთა რუსმა მეკარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც მცხეთის ფონზეა გადაღებული.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეხლა ზაზა ფაჩულიას ჯერია რომ ამერიკელების რიგი დააყენოს!
Vova
17:29 09-08-2017
0
იყო ასეთი რუსი მწერალი ვიქტორ ასტაფიევი, ჩამოიყვანეს ,კარგად დაასვენეს,მაგრადაც გაუმასპინძლდნენ და როცა რუსეთში დაბრუნდა დაწერა -ავადმყოფი ერი ხართ,სამკურნალონიო. .ასე ფიქრობდა მათი ინტელიგენციის უმეტესობა.
იმერელი
22:21 02-06-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული