ქართველ ფეხბურთელს საკუთარმა გუნდმა არაპროფესიონალური მოქცევისთვის უჩივლა

AutoSharing Option
ირაკლი შეყილაძეს შესაძლოა, პრობლემები შეექმნას სერია B-ს "სპეციაში" გადასვლაში - საქმე ისაა, რომ მისი ყოფილი გუნდი "ტუტოკუოიო" ფეხბურთელს უჩივის არაპროფესიონალური მოქცევისთვის და მის დასჯას ითხოვს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, შეყილაძემ ტოსკანური კლუბი პლეი აუტის მატჩებამდე მიატოვა და საქართველოში გამოემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ შეყილაძე ადრე "ემპოლიში" თამაშობდა, თუმცა პირველ გუნდში ვერ დამკვიდრდა. 25 წლის ფორვარდი "ტუტოკუოიოს" ბომბარდირი გახდა - 31 თამაშში 8 გოლი გაიტანა.

თუმცა გუნდი ლეგა პროს A ჯგუფის (რანგით მესამე ლიგა იტალიაში) მე-18 ადგილზე გავიდა და შემდეგ პლეი აუტში "პრატოსთან" დამარცხდა
(2:2 ორი მატჩის ჯამში, მაგრამ მეტოქემ იმარჯვა სტუმრად გატანილი გოლის წესით) და დაქვეითდა.

შეყილაძის ტრანსფერი "სპეციაში" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ გადაწყდა, სეზონის შემდეგ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა გადავიდეს გუნდში, რომელიც სერია A-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშობდა, თუმცა დამარცხდა და მომავალ სეზონსაც B-ში გაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზოგადად პროფესიონალების ნაკლებობაა ქართულ ფეხბურთში ყველა რგოლში
0

სიახლეები პოპულარული