გია გრიგალავა: ეს ნახევარი წელი ჩემ კარიერაში ყველაზე რთული იყო

AutoSharing Option
გია გრიგალავას გუნდი, ტულის "არსენალი" პრემიერლიგიდან გავარდნას გადაურჩა, რადგან "ენისეის" ორ-მატჩიანი პლეი აუთი მოუგო.

ქართველმა მცველმა რუსულ მედიასთან სეზონის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა:

"ბევრი ლაპარაკობდა, რომ "არსენალი" უკვე გავარდნილი იყო, მაგრამ დღევანდელი თამაშით კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი გავეცით.

ალბათ, ეს ნახევარი წელიწადი ჩემ კარიერაში ყველაზე მძიმე იყო. მადლობა ღმერთს, ამოცანას თავი გავართვით და პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ. ახლა ყველაფერს სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ. მადლობა ჩვენს ფანებს, მათი მხარდაჭერა სუპერი იყო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული