[ლეგიონის უქმეები] ხუთი გოლი და სამწუხარო ამბავი... [VIDEO]

AutoSharing Option
შეთხელებული ლეგიონის მიუხედავად, 5 ქართული გოლი გავიდა, თუმცა მთავარი ამბავი მაინც სამწუხარო იყო - ევროპის ტოპ-5 ლიგაში, სადაც ორი ათასზე მეტი ფეხბურთელი თამაშობს, წარმომადგენელი აღარ დაგვრჩა - ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" სეზონის მეორე ნახევარში 11-ქულიანი უპირატესობა გაანიავა "კროტონესთან".

იტალია, სერია A.
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "პალერმოს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველი განაცხადში იყო, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ბოლომდე ჯანმრთელი არ იყო, ამიტომაც არ უთამაშია. "ემპოლი" გავარდა, რადგან მისმა კონკურენტმა "კროტონემ" იმარჯვა.

-decoration: underline;">ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანიას "ატლეტიკო სევილია" შინ "კადისს" დაუზავდა - 3:3. ქართველი სათადარიგო იყო.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" 2:1 მოუგო "ზანკტ პოლტენს".

რუმინეთი, ლიგა 1.
აკაკი ხუბუტიას არ უთამაშია "პანდურიისა" და "გაზ მეთანის" შეხვედრაში.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
გადარჩენისთვის მებრძოლი "არკა" შინ 1:1 დაუზავდა ბოლოადგილოსან "რუხს". "არკას" რიგებში ბოლო ნახევარი საათი ითამაშა ლუკა ზარანდიამ.

"ლენჩნა" შინ 1:3 დამარცხდა "ზაგლებიესთან" და გასავარდნ ზონაშია. ნიკა ძალამიძეს დიდი ხანია, არ უთამაშია "ლენჩნას" რიგებში.

"პლოცკი" სტუმრად "პიასტთან" 0:4 განადგურდა. გიორგი მერებაშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს, მის გუნდს გავარდნა არ ემუქრება.

ტიტულისკენ მიიწევს ვაკო ყაზაიშვილის "ლეგია", რომელმაც სტუმრად "კორონას" 1:0 მოუგო. ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ ყოფილა.

მათე ცინცაძის "პოგონი" სტუმრად "ლეხიასთან" 0:4 დამარცხდა. ჩვენებური მე-11 წუთზე გააფრთხილეს, 61-ეზე კი შეცვალეს.

დანია, სუპერლიგა.
"ესბიერგი" "ჰორსენსთან" სტუმრად 2:3 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო და გავარდა. ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა. ის ახლა "ხიმნასტიკს" დაუბრუნდება. ბუდუ ზივზივაძე 69-ე წუთზე შევიდა და გოლი გაიტანა, ხოლო ლაშა პარუნაშვილს საერთოდ არ უთამაშია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მათე ვაწაძის (სათადარიგო) "ვიბორგმა" სტუმრად 0:1 წააგო ქართველის ყოფილ გუნდ "ორჰუსთან".

შვედეთი, ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძის (90 წთ) "ესკილსტუნამ" 1:4 წააგო სტუმრად "დიურგარდენსთან".

სლოვაკეთი, ფორტუნალიგა.
გიორგი ბერიძემ კვლავ გაიტანა, ხოლო მისმა "ტრენჩინმა" 4:0 მოუგო "პრეშოვს". ბოლო გოლი ქართველის ანგარიშზეა, მან ტურნირი 12 მატჩში 4 გოლით დაასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უნგრეთი, OTP-ბანკ ლიგა.

ბუბა დაუშვილის "დიოშდიორი" ბოლო ტურში "დებრეცენთან" 1:3 დამარცხდა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. "დიოშდიორი" გავარდნას ბეწვზე გადაურჩა.

მაკედონია, I ლიგა.
ჯაბა ჯიღაურის (84-ე წუთზე გამოცვალეს) "ვარდარმა" სტუმრად 3:2 მოუგო "პელისტერს".

რუსეთი, პრემიერლიგა.
ელიტას დაემშვიდობა ელგუჯა ლობჯანიძის "ორენბურგი", რომელმაც ორი მატჩის ჯამში სკა-სთან პენალტების სერიაში წააგო 3:5, მას მერე, რაც ორივე თამაში 0:0 დასრულდა. ორენბურგში ლობჯანიძე 55-ე წუთზე შევიდა მინდორზე, პენალტი მას არ დაურტყამს.

სამაგიეროდ, გადარჩა "არსენალი", რომელმაც "ენისეის" 1:0 მოუგო. გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა. ორი მატჩის ჯამში 2:2 მორჩა, თუმცა ქართველის "არსენალმა" სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შეინარჩუნა ელიტაში ადგილი.

უკრაინა, პრემიერლიგა.
ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" ზედიზედ მესამე ტურში მოიგო, სტუმრად 1:0 დაამარცხა "ჩერნომორეცი" და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ჩვენებური 66-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში არ ყოფილა ტრავმირებული დავით ხოჭოლავა.
იხილეთ ვიდეო
ჯაბა ლიპარტიამ და "ზორიამ" უკრაინული ბრინჯაო შამპანურით აღნიშნეს
Sportall.Ge

ვახტანგ ჭანტურიშვილი სათადარიგო იყო, მისი "ოლექსანდრია" "ოლიმპიკს" დაუზავდა - 0:0.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
X ტურში გიორგი ქანთარიას "ნემანი" სტუმრად "გოროდეიასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი 78-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე გააფრთხილეს.

ანალოგიური ანგარიშით დათმო ვაკო გვილიას ბატე-მ სტუმრად "ვიტებსკთან". ვაკო სათადარიგო იყო და თამაშში მხოლოდ 83-ე წუთზე ჩაერთო.

ლატვია, ვირშლიგა.
თამაზ პერტიას "ლიეპაიამ" სტუმრად 2:1 მოუგო აუტსაიდერ "ბაბიტეს". გიორგი ერისთავმა შეუცვლელად ითამაშა და სწორედ მან გაიტანა გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე. 23 წლის ნახევარმცველს ლეგიონერულ კარიერაში 5 მატჩში 2 გოლი დაუგროვდა.

ლაშა შერგელაშვილისა (90 წთ) და გიორგი დიაკვნიშვილის (სათადარიგო) "რიგასმა" "მეტას" 3:2 მოუგო.

სომხეთი, პრემიერლიგა.
ირაკლი კვეკვესკირი სომხეთის ჩემპიონია, მისმა "ალაშკერტმა" 3:1 მოუგო "შირაქს" და ტურით ადრე გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
ლაშა დვალის (90 წთ) "ირტიშმა" სტუმრად 2:1 მოუგო "აქტობეს".

ომარ თეთრაძის "ტობოლი" სტუმრად "თარაზთან" 0:1 დამარცხდა. ნიკა კვეკვესკირის დებიუტი "ტობოლში" ამ ტურის მერე შედგება.

ქართველთა "ორდაბასიმ" სტუმრად მოუგო "ოკჟეტპესს" - 2:1. ოთარ მარცვალაძე არ გამოჩენილა, ხოლო გოგიტა გოგუა (გააფრთხილეს) 71-ე წუთზე გამოცვალეს.

"ატირაუმ" ლადო დვალიშვილის დუბლით დაამარცხა "აკჟაიკი". ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, მას 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. ასევე შეუცვლელად ითამაშა "ატირაუში" უჩა ლობჟანიძემ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის "ქაირათმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ქაისარს".

უზბეკეთი, ოლიი ლიგა.
შოთა გრიგალაშვილის "ოლმალიქმა" სტუმრად 1:0 მოუგო "შურტანს". ქართველი ნახევარმცველი 82-ე წუთზე გამოცვალეს.

კახა მახარაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა "ლოკომოტივმა" "ნეფთჩი" 4:0 გაანადგურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ემპოლის მეორე ტაიმი ვნახე.ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა.სურვილის მეტი ვერაფერი აჩვენეს.იმედია ლევანი სხვა,უფრო ძლიერ გუნდს ნახავს.
სოსო
16:53 29-05-2017
0
მჭედლიძეს აქვს დაბადებიდან კუნთების პრობლემა. იოგას უნდა ვარჯიშობდეს რომ კინთები სწორად გაიჭიმოს, მისი ყველა პრობლემა მაქედან მოდის. სიმძიმეებით მისი ვარჯიში არ შეიძლება. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და სამწუხაროა რომ პოტენციალის 25% საც ვერ აჩვენებს და თამაშობს.
niko
16:39 29-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული