"ჩერნომორეცის" მწვრთნელი: დავით ხოჭოლავას არც არაფერი დაუშავებია და არც დაგვისჯია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველ დავით ხოჭოლავას, რომელიც კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს, უკრაინულ სპორტულ მედიაში ჭორი აუგორეს - ოდესურმა გუნდმა დასაჯა და დუბლებში დააქვეითაო.

ინფორმაცია უარყო "ჩერნომორეცის" მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ბაბიჩმა, რომლის თქმით, 24 წლის ქართველი მცველი დუბლებში არ დაუქვეითებიათ და მისი უთამაშებლობის მიზეზი ტრავმაა.

მანამდე კი, პრემიერლისი 31-ე ტურის მნიშვნელოვანი მატჩის წინ "ზორიასთან", მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ხოჭოლავამ "ჩერნომორეცის" მაისურით თამაში იუარა და სპორტული რეჟიმის დარღვევის გამო ის დუბლებში გადაიყვანეს.

"ხოჭოლავასთან დაკავშირებით საქმე მარტივადაა - კაცმა
ტრავმა მიიღო. ერთი თამაში გამაყუჩებლებით კი ჩაატარა, მაგრამ ტრავმამ ბოლომდე დახარჯვის საშუალება მაინც არ მისცა და შედეგად, მას შემდეგ ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშობს. მის არსად გადაყვანაზე საუბარიც კი არაა", - განმარტა "ჩერნომორეცის" თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის მცველი მიმდინარე სეზონში ოდესელთა გუნდის საკვანძო მცველად ჩამოყალიბდა, უკრაინის პრემიერლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში კი მის ანგარიშზე 2 გოლია. დავითი სეზონის დასრულებისთანავე "ჩერნომორეცს" დატოვებს და "შახტარს" შეუერთდება, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი წინასწარვე გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა არის გაუგებარ? მტევანი აქვს მოტეხილი ერთი თვეა. ითამაშა ნემსებზე და მაინც ვერ იყო ისეთ კონდიციაში როგორშიც უნდა ყოფილიყო!!!! ადგა და დაისვენა 3 კვირა სეზონის ბოლომდე, რომ შახტარის ზბორებზე ხელი ქონდეს შეხორცებული ბოლომდე! აი რა არის აქ გაუგებარი ხო ლოგიკურია ყველაფერი?:))) ნაკრებში კიდე ვფიქრობ ეგეთი ცენტრალური მცველი არ გვყავს როგორიც ეს არის, ფორმაში რომ ყოფილიყო ძირითადსაც ითამაშებდა ამიტომ პანიკის გარეშე
forca
20:50 27-05-2017
0
ტრამვა რომ არ ჰქონდეს გამოიძახებდნენ ალბათ. ვეღარ გავიგე ვერაფერი
ვასო
18:23 27-05-2017
0

სიახლეები პოპულარული