ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სოვეტსკი სპორტმა" ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის 10 იმედგაცრუებაში დაასახელა

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა "სოვეტსკი სპორტმა" ქვეყნის პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის ათ იმედგაცრუებას შორის, სამწუხაროდ, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც დაასახელა.

გამოცემის ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მეხუთე ადგილზეა.

"ჩემპიონატის სტარტის წინ ჯანო ხარობდა: "როგორც იქნა, არაფერი მაწუხებს, ყველა ტრავმა მოვიშუშე". და დაიწყო კიდეც შთამბეჭდავად! ნუთუ გაიბრწყინებს? მაგრამ მერე ისევ ყველაფერი ძველებურად... შესაძლოა, ანანიძე ამჟამინდელ "სპარტაკში" ყველაზე ნიჭიერია. და ყველაზე არასტაბილური. არაფერი იცვლება: რამდენიმე ბრწყინვალე, მეტიც - გადასარევი მატჩი სეზონში, სხვა დანარჩენი - სიცარიელე", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე "სპარტაკთან"
ერთად ამ სეზონში ჩემპიონობა იზეიმა. მის ანგარიშზე პრემიერლიგის 22 შეხვედრაში გატანილი 4 გოლი და 2 საგოლე პასია.
ასევე დაგაინტერესებთ