"სოვეტსკი სპორტმა" ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატის 10 იმედგაცრუებაში დაასახელა

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა "სოვეტსკი სპორტმა" ქვეყნის პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის ათ იმედგაცრუებას შორის, სამწუხაროდ, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც დაასახელა.

გამოცემის ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მეხუთე ადგილზეა.

"ჩემპიონატის სტარტის წინ ჯანო ხარობდა: "როგორც იქნა, არაფერი მაწუხებს, ყველა ტრავმა მოვიშუშე". და დაიწყო კიდეც შთამბეჭდავად! ნუთუ გაიბრწყინებს? მაგრამ მერე ისევ ყველაფერი ძველებურად... შესაძლოა, ანანიძე ამჟამინდელ "სპარტაკში" ყველაზე ნიჭიერია. და ყველაზე არასტაბილური. არაფერი იცვლება: რამდენიმე ბრწყინვალე, მეტიც - გადასარევი მატჩი სეზონში, სხვა დანარჩენი - სიცარიელე", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე "სპარტაკთან"
ერთად ამ სეზონში ჩემპიონობა იზეიმა. მის ანგარიშზე პრემიერლიგის 22 შეხვედრაში გატანილი 4 გოლი და 2 საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯანოსგან გაცილებით მეტს მოელიან და ამიტომ ჩათვალეს იმედგაცრუებად,თორემ არ ვარგაო,იმას ხომ არ ამბობენ.ამ ზამთარს ჯანოს ინტერვიუში ეწერა,რომ მწვრთნელმა ამოცანად დაუსახა სეზონში 10, 10გოლი და პასი/დაწყება შესანიშნავი ჰქონდა,შემდეგ კი ჩრდილში წავიდა.
მე მგონი ჯანო რუსეთის ფიზიკური ორთაბრძოლებით გადაჯერებულ,საკმაოდ უხეშ ლიგაში ფიზიკურად იჩაგრება,ვერც მათ ტოლს დარბის და ვერც ფიზიკურ შეტაკებებში იმარჯვებს,აი თუ ბურთი მიიღო და პატარა სივრცე მიეცა,მაშინ იცოცხლეთ,დიდებულია.ალბათ მაინც კუნთური მასის მომატება სჭირდება.
სოსო
20:04 27-05-2017
0
ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია სპარტაკის შემადგენლობაში რომელიც ძალიან "დაგეგმილ"ფეხბურთს თამაშობს, რაც უფრო ენდობოდნენ უკეთ თამაშობდა,იმედგაცრუებას ლიგაზე ნახავენ უმადური ...............



levani
19:32 27-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული