ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

[ლეგიონი] გიორგი არაბიძე, საჯარიმო და ისევ გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
25 მაისს სხვადასხვა ქვეყნის პირველობებზე ქართველ ლეგიონერთა გუნდებმა ითამაშეს.

უკრაინის დუბლშემადგენლობების ჩემპიონატში დონეცკის "შახტარი" შინ დაუპირისპირდა კიევის "დინამოს" და 2:1 მოუგო. დონეცკელთაგან 24-ე წუთზე ანგარიში საჯარიმო დარტყმით გიორგი არაბიძემ გახსნა და მინდორზე 83 წუთიც გაატარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის დასაბევებელ პლეი ოფში "ორენბურგი" გასვლაზე დაუზავდა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" - 0:0. სტუმართა რიგებში 76 წუთი ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

ტულის "არსენალმა" სტუმრად 1:2 წააგო "ენისეისთან". დამარცხებულთაგან სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გია გრიგალავამ.

* * *
ავსტრიის ბუნდესლიგაში "რაპიდმა" ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას გარეშე "მატერსბურგი" 3:1 დაამარცხა.

* * *
თურქეთის სუპერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში სანდრო კობახიძის "გიოზთეფემ" პირველ მატჩში შინ 2:0 მოუგო "ბოლუსფორს". ქართველი ნახევარმცველი მოედანზე თამაშის მიწურულს, 90-ე წუთზე შევიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ