გიორგი არაბიძე: გატანილ გოლებს არ ვითვლი... მთავარია, "შახტარი" იგებს!

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ "ოლიმპიკთან" გამარჯვების შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

- [ლეგიონი] U21: ისევ დუბლი და ისევ ჯარიმა - გიორგი არაბიძე უკრაინაში საუკეთესო ბომბარდირია

"მატჩით ყველანი კმაყოფილები ვართ. ყველაფერში ძლიერები ვიყავით. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია. ბოლო ორ მატჩში 8 გოლი გავიტანეთ, თანაც, ჩვენ კარში არ მიგვიღია. კარგ განწყობაზე ვართ და "დინამოსთან" მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ.

ცხადია, მსიამოვნებს ზედიზედ მეორე მატჩში გოლის გატანა, მაგრამ გატანილ გოლებს არ ვითვლი. მთავარია, "შახტარი" იგებს, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ სეზონის ბოლოს
საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, ძალიან გამიხარდება", - თქვა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ოლიმპიკთან" არაბიძემ დუბლი გაიფორმა და 14 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული