გუგა ფალავანდიშვილი: ჩემით რამდენიმე რუსული და კვიპროსული კლუბი ინტერესდება

AutoSharing Option
21 მაისს მოლდოვის ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტური გაიმართება. ჩემპიონობის შანსი ერთბაშად ოთხ კლუბს აქვს, ერთ-ერთი კი გუგა ფალავანდიშვილის "დაჩიაა".

კიშინიოვის კლუბმა ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგო და 66 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან "შერიფს", ხოლო "მილსამსა" და "ზარიას" 65-65 ქულა აქვთ. "დაჩია" ბოლო ტურს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ჩადირთან" გამართავს.

ფალავანდიშვილს სწორედ მოახლოებულ მატჩსა და მომავალზე ვესაუბრეთ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კვიპროსულ "ეთნიკოსში" გადაბარგდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კლუბს ემბარგო ჰქონდა და გუგაც
სათამაშო პრაქტიკისთვის მოლდოვაში გადაბარგდა იჯარის წესით.

"დიდია ალბათობა იმისა, რომ "ოქროს მატჩი" შედგეს. მოლდოვაში ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ორ კლუბს თანაბარი ქულები აქვთ. ასეთ დროს უპირატესობა არც გატანილ გოლებს ენიჭება და არც - ურთიერთშეხვედრებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში ინიშნება მატჩი ნეიტრალურ მოედანზე და გამარჯვებული ქვეყნის ჩემპიონი ხდება.

ისე კი, საინტერესო ჩემპიონატი გამოდგა. ზამთრის შესვენებამდე ლიდერთან ჩამორჩენა 11 ქულა იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ცხრილის სათავეში ჩვენ ვიქნებოდით.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, გეტყვით, რომ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 31 მაისს მეწურება. ჩემით რამდენიმე რუსული და კვიპროსული კლუბი ინტერესდება და მათგან საბოლოო პასუხს ველი. ახალი კონტრაქტი "დაჩიამაც" შემომთავაზა და თან ისეთი პირობებით, რომელსაც ბევრი კლუბი ვერ შემომთავაზებს, მაგრამ აქ ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია.

დაზუსტებით ვამბობ, რომ "ეთნიკოსში" არ წავალ. ამ კლუბს ემბარგო ზამთრამდე ადევს. ივნისის დასაწყისში გაირკვევა ჩემი ახალი კლუბის ვინაობა", - გვითხრა ფალავანდიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საინტერესო არის ვინ იქჰება გმირი ან გმირები სპარინგებში ტორპედო-ლოკომოტივი, და დინამო თბილისი-სამტრედია!
გოგი ქუთაისელი
15:06 19-05-2017
0
არც შეეხვეწოთ თუ არ დაბრუნდება
დინამო
18:04 18-05-2017
0

სიახლეები პოპულარული