ჯანომ რუსეთის ჩემპიონობა საქართველოს დროშით იზეიმა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონობა საქართველოს დროშით იზეიმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა", რომელმაც ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა, 17 მაისს, პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ანგარიშით 3:0 დაამარცხა გროზნოს "ტერეკი". საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე მოსკოვური კლუბის ფანები შეცვივდნენ და საჩემპიონო ზეიმიც დაიწყო...

- [ლეგიონი] ჯანო ანანიძის საგოლე პასი და ზეიმი ქართული დროშით [VIDEO]

"სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა ბოლო 16 წლის მანძილზე პირველად მოიპოვა. საჩემპიონო თასის აღმართვასა თუ შამპანურით "წუწაობაში" ჯანო ყველგან საქართველოს დროშით ჩნდებოდა და ხაზს უსვამდა თავის პატრიოტიზმს.
სხვათა შორის, გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალაში მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს ჯანოს თანაგუნდელისგან, ქართული წარმომავლობის მქონე გიორგი ჯიქიასგან...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ჯანომ, "როსტოვის" შემადგენლობაში რუსეთის თასის (2013/14 წლების სეზონი) მოგებაც ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჯანო საქართველოს დროშითა და რუსეთის თასით
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ უნდა ამ ჯიქიას ქართველობა და დაანებეთ თავი!!!! ცოტაა მისახედი ქართველი ფეხბურთელი და საერთოდ სპორტსმენი ???
მიშა63
12:55 18-05-2017
0
ჯანო ნამდვილი პატრიოტია! რაც შეეხება ჯიქიას, შეეშვით მაგას, სულით ხორცამდე რუსია
qomagi
13:05 18-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული