ჯანომ რუსეთის ჩემპიონობა საქართველოს დროშით იზეიმა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონობა საქართველოს დროშით იზეიმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა", რომელმაც ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა, 17 მაისს, პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ანგარიშით 3:0 დაამარცხა გროზნოს "ტერეკი". საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე მოსკოვური კლუბის ფანები შეცვივდნენ და საჩემპიონო ზეიმიც დაიწყო...

- [ლეგიონი] ჯანო ანანიძის საგოლე პასი და ზეიმი ქართული დროშით [VIDEO]

"სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა ბოლო 16 წლის მანძილზე პირველად მოიპოვა. საჩემპიონო თასის აღმართვასა თუ შამპანურით "წუწაობაში" ჯანო ყველგან საქართველოს დროშით ჩნდებოდა და ხაზს უსვამდა თავის პატრიოტიზმს.
სხვათა შორის, გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალაში მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს ჯანოს თანაგუნდელისგან, ქართული წარმომავლობის მქონე გიორგი ჯიქიასგან...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ჯანომ, "როსტოვის" შემადგენლობაში რუსეთის თასის (2013/14 წლების სეზონი) მოგებაც ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჯანო საქართველოს დროშითა და რუსეთის თასით
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანო საქარტველოში გაიზარდა, ჯიქია რუსეტში, მოტხოვეტ ახლა ნავლოვსკის რუსობა, კუდინოვი გახსოვტ დზველ დინამოში ტამშობდა შემდეგ საქარტველოს ნაკრებში 90 წლებში, ვაბშე პარლამეტარი ვოლსკი გავგდოტ რუსეტში არ გნდატ. ეგრეა დზმაო სადაც გაიზრდება კაცი იკაურ ქუდს იხურავს.
simartle
21:07 19-05-2017
0
კაცი ხარ ჭანო, ქართველი კაცი
nnnn
22:44 18-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული