[ლეგიონი] ჯანო ანანიძის საგოლე პასი და ზეიმი ქართული დროშით [VIDEO]

AutoSharing Option
17 მაისს რუსულ პრემიერლიგაში ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა.

ჩემპიონი "სპარტაკი" შინ ადვილად გაუმკლავდა "ტერეკს" - 3:0. "სახალხო გუნდის" რიგებში ჯანო ანანიძე მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და 74-ე წუთზე საგოლე პასი მისცა კვინსი პრომესს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- ჯანომ რუსეთის ჩემპიონობა საქართველოს დროშით იზეიმა [VIDEO+PHOTO]

"ურალი" შინ 1:2 დამარცხდა "ლოკომოტივთან". საბა კვირკველიამ "რკინიგზელთა" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და 78-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, ჩვენებურს ბევრს ვერაფერს დავაბრალებთ. "ურალის" რიგებში არ უთამაშია ტრავმირებულ ჯიმი ტაბიძეს, ამავე მიზეზით უკვე დიდი ხანია
უქმობს გიორგი ჭანტურიაც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ორენბურგმა" შინ 1:1 ითამაშა "უფასთან". ამ შეხვედრაში მასპინძელთა შემადგენლობაში არ იყო ელგუჯა ლობჯანიძე.

ტულის "არსენალი" შინ დაუზავდა "ამკარს" (0:0). მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გია გრიგალავამ.

"კრილია სოვეტოვმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "ტომს". სტუმართა შორის სათადარიგო იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია.

* * *
დანიის სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი ოფის მეოთხედფინალში, მას შემდეგ, რაც პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, "ორჰუსმა" შინ 3:1 მოუგო "ესბიერგს". სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ კაკაბაძემ. ლაშა პარუნაშვილი კი, ვინც ყვითელი ბარათი მიიღო, 86-ე წუთზე შეცვალა ბუდუ ზივზივაძემ.

* * *
პოლონეთის ექსტრაკლასაში ჩემპიონობისთვის მებრძოლ ჯგუფში "ლეგიამ" 2:0 დაამარცხა კონკურენტი "ლეხი". პოლონური გრანდის შემადგენლობაში არ ყოფილა ვაკო ყაზაიშვილი.

მათე ცინცაძის "პოგონი" შინ მხოლოდ ქულას გამორჩა "ტერმალიცასთან" - 1:1. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.

* * *
ყაზახეთის ჩემპიონატში "აქტობემ" შინ 1:0 სძლია "ატირაუს". სტუმართა შორის 90 წუთი ითამაშა უჩა ლობჟანიძემ (ყვითელი ბარათი), ლადო დვალიშვილი კი მინდორზე 57-ე წუთზე გამოჩნდა.

* * *
ლიტვაში "იონავამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ატლანტასს". გამარჯვებულთა რიგებში 55-ე წუთზე შეცვალეს დავით მაკარაძე.

იქვე "შტუმბრასი" გასვლაზე დაუზავდა "უტენისს" (0:0). სტუმარ გუნდში სრულად ითამაშა ლევან მაჭარაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი პასი იყო, ფაქტიურად პირისპირ დატოვა.
ნათია
11:06 18-05-2017
0
ავტოგოლი არა კვახი. ჩვეულებრივი რიკოშეტია.
დემე
10:57 18-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული