[ლეგიონი] მაკარიძემ და "მორეირენშემ" მოიგეს და ელიტაში დარჩენისკენ ნაბიჯი გადადგეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის გუნდმა "მორეირენშემ" პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

5 მაისს გამართულ პრიმეირას XXXII ტურის მატჩში "მორეირენშემ" საკუთარ მოედანზე "ბრაგას" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა კარში, ტრადიციულად, გიორგი მაკარიძე იდგა, "მორეირენშემ" კი ძვირფასი ქულების მომტანი გოლები შეხვედრის ბოლო 15 წუთში გაიტანა.

ამ მოგებით ქართველი მეკარის გუნდმა 29 ქულა დააგროვა, მე-16 ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, გასავარდნ ზონას 6 ქულით დაშორდა. ცნობისთვის, პრიმეირას მე-17 და მე-18
ადგილზე გასული გუნდები დატოვებენ. "მორეირენშეს" კონკურენტს, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ტონდელას" კი 23 ქულა და თამაში რეზერვში აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული