გიორგი ბერიძე: "გენტში" იციან, რომ იქ მხოლოდ ერთი პირობით დავრჩები

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი ბერიძე სლოვაკურ "ტრენჩინში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარის წესით გადაბარგდა და ახალ გუნდს ძალიან მალე მოერგო.

ბერიძე მცირე დროში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მის ანგარიშზე უკვე ორი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა. მისი იჯარა ზაფხულში სრულდება და ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას.

თავად ბერიძემ Sportall.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ "გენტში" მხოლოდ ერთი პირობით დაბრუნდება.

"სლოვაკურ ფეხბურთს ალღო მალე ავუღე, რაშიც, გარკვეულწილად, ბელგიაში გატარებული პერიოდიც დამეხმარა - იქ გაცილებით მაღალი დონის კლუბები და ფეხბურთელები არიან.

ძლიერი
კლუბები სლოვაკეთის ჩემპიონატშიც არიან. ევროპალიგის საგზურისთვის ერთბაშად ოთხი კლუბი ვიბრძვით. კონკურენცია თვითონ "ტრენჩინშიც" დიდია. აქ მყოფი ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნების ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობენ.

ადრე ინდივიდუალურობა მახასიათებდა, ახლა კი უფრო გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობ. ცხადია, მწვრთნელი ითხოვს ამას, თუმცა ვიზრდები და ასაკთან ერთად გამოცდილებაც მემატება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, "ტრენჩინში" მაისის ბოლომდე ვარ, შემდეგ "გენტში" დავბრუნდები და ვნახოთ, რა იქნება. იქ იციან, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ მთავარ გუნდში გადამიყვანენ", - გვითხრა ბერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული