აირჩიე აპრილის თვის საუკეთესო ლეგიონერი

AutoSharing Option
Sportall.ge  მკითხველს სთავაზობს აპრილის თვის საუკეთესო ლეგიონერის 8 კანდიდატურას.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა არიან ლეგიონერები, რომელთაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი აპრილში. საუკეთესო კი თქვენ უნდა ამოირჩიოთ.

გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია)
6 თამაში, თასი

არნემელთა კაპიტანმა აპრილში სტაბილურად ითამაშა, თვე კი დიდებულად დაასრულა - თვის ბოლოს როტერდამში ჰოლანდიის თასი მოიპოვა. რაც პირველი ტიტულია მის ჰოლანდიურ კარიერაში.

დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)
3 თამაში

აპრილში ის უკვე ოფიციალურად გახდა "შახტარის" ფეხბურთელი, თუმცა სეზონს "ჩერნომორეცში" ჩაამთავრებს. ოდესელთა მაისურით მან უკვე მოასწრო მომავალი
გუნდის დამარცხება, აპრილის ბოლოს კი ხელი მოიტეხა და 2-3 კვირას გამოტოვებს.

საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი)
5 თამაში

საბა დიდებულად მოერგო "ლოკომოტივს", მართალია, მარტის თვე მისთვის უფრო პროდუქტიული იყო, მაგრამ აპრილშიც სტაბილურად ითამაშა, ერთხელ კი სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)
5 თამაში, 2 საგოლე პასი

"რაპიდში" ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა ძირითადში ადგილი დაკარგა. ამიტომ აპრილში მას გოლი არ გაუტანია, თუმცა ორჯერ საგოლე პასი მაინც მიითვალა.

გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი)
3 თამაში, 1 გოლი, 3 საგოლე პასი

19 წლის შემტევი ნახევარმცველი კვლავ ბრწყინვალედ თამაშობს სლოვაკეთში. გააქვს გოლები, საგოლე პასებით ამარაგებს პარტნიორებს და სტაბილურად ხვდება სიმბოლურ ნაკრებებში.

ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი)
5 თამაში, 1 გოლი

ჯანო "სპარტაკში" უფრო საშემოდგო ეტაპზე ბრწყინავდა, როცა 4 გოლი გაიტანა. თუმცა გუნდში უკანასკნელ როლებში არც ახლაა. აპრილში ერთი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)
3 თამაში, 1 გოლი

მჭედლიძე დაბრუნდა და "ემპოლიმ" ისევ დაიწყო ქულების დაგროვება, ბოლოს კი "სან სიროზე" ჯიჯი დონარუმასაც გაუტანა, მაგრამ სამწუხაროდ, კვლავ ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა.

ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა, ესტონეთი)
5 თამაში, 3 გოლი

ამ თვეში ყველაზე პროდუქტიული ქართველი ლეგიონერია სამი გოლით.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ - ვის მიიჩნევთ აპრილის საუკეთესო ლეგიონერად?
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ტკა უნდა ლევან მჯედლიდზე ,სერია ა ზალიან ზლიერი ლიგაა////
otar
20:50 02-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული