ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გურამ კაშია ჰოლანდიის თასის მფლობელია

AutoSharing Option
როტერდამში ჰოლანდიის თასის ფინალი გაიმართა, არნემის "ვიტესმა" რიკი ვან ვოლფსვინკელის გოლებით 2:0 დაამარცხა "აზ ალკმაარი" და თასის მფლობელი გახდა.

გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ და ბოლოს ქვეყნის თასიც აწია "ვიტესის" კაპიტნის რანგში.

ეს კაშიას პირველი საკლუბო ტიტულია მას მერე, რაც 2010 წელს თბილისის "დინამოდან" "ვიტესში" გადაბარგდა. "ვიტესისთვის" კი ეს 125 წლის განმავლობაში პირველი სერიოზული ტიტულია.
ასევე დაგაინტერესებთ