ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

პიტერ ბარნსი: "სიტიმ" გიორგი ქინქლაძე "იუნაიტედს" ცხვირწინ ააცალა

AutoSharing Option
27 აპრილს "ეტიჰადზე" მანჩესტერული დერბი გაიმართა - "სიტიმ" "იუნაიტედს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ამ შეხვედრას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა "სიტის" ქართველი ლეგენდა გიორგი ქინქლაძე.

ამასთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა ბრიტანულ მედიაში, ხოლო BBC Radio Manchester-მა აქამდე უცნობი დეტალი გამოავლინა. თურმე, "სიტის" ფანების კერპი თავისუფლად შეიძლება გამხდარიყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი.

აი, რას იხსენებს რადიოსთან საუბარში პიტერ ბარნსი, "სიტისა" და "იუნაიტედის" ყოფილი ვინგერი:

"წინა დღით ველაპარაკე გიოს და მან მითხრა, რომ "იუნაიტედში" მიდიოდა სათამაშოდ. ის ბავშვობიდან "იუნაიტედის" ფანი იყო. მეორე დღეს კი "სიტის"
პრეზიდენტმა ფრენსის ლიმ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა და დანარჩენი ყველამ კარგად იცით. მადლობა ღმერთს, ის "სიტიში" მივიდა სათამაშოდ".

Sportall.Ge
გიორგი ქინქლაძე გუშინდელი დერბის წინ "ეტიჰადის" მინდორზე