[ლეგიონი] გია გრიგალავას გოლი და გიორგი ქვილითაიას ფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
26 აპრილს ევროპულ სტადიონებზე ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

რუსულ პრემიერლიგაში გაიტანა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა გია გრიგალავამ, მისმა "არსენალმა" კი შინ 2:0 მოუგო სამარის "კრილია სოვეტოვს". გრიგალავამ 31-ე წუთზე გამოიჩინა თავი და ბოლომდეც ითამაშა. სამარული კლუბის რიგებში გიორგი ლორია ამჯერადაც სათადარიგო იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ორენბურგი" შინ 0:1 დამარცხდა "ზენიტთან". სანკტპეტერბურგული გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში 57-ე წუთიდან ჩაერთო ელგუჯა ლობჟანიძე.

მოსკოვურ დერბიში ცსკა-მ შინ 4:0 გაანადგურა "ლოკომოტივი", რომლის შემადგენლობაში სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ.

* * *
ავსტრიის თასის
ფინალშია გიორგი ქვილითაიას "რაპიდი", რომელმაც ძირითადი დროის ბოლო წამზეღა გატეხა "ლინცის" წინააღმდეგობა - 2:1. ქვილითაიამ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

* * *
ბელორუსის თასის ნახევარფინალში პირველი მატჩის წაგების (0:2) შემდეგ ბატე-მ შინ 1:0 მოუგო "ბრესტს", რაც საკმარისი არ აღმოჩნდა ორრაუნდიან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად. ბატე-ში ვაკო გვილია სათადარიგო იყო.

* * *
მაკედონიის პირველობაზე "ვარდარმა" გასვლაზე 1:3 წააგო "შკენდიასთან". სტუმართაგან 90 წუთი ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა.

* * *
ლიტვის ჩემპიონატში "ატლანტასმა" 3:1 მოუგო "კაუნო ჟალგირისს". დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ლევან ჭაფოძემ.

იმავე პირველობაზე, "ტრაკაიმ" 1:0 სძლია "იონავას". წაგებულთა რიგებში შეცვლაზე შევიდა დავით მაკარაძე.

* * *
შვედეთის ჩემპიონატში "ესკილსტუნამ" შინ 1:3 წააგო "იოსტერსუნდთან". მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა ზურაბ ცისკარიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ ჩემი, თარსები არიან. ყველა გუნდმა წააგო!!!!!!
0
კვიკველიამ ძალიან სუსტად ითამაშა, რაც ჩემი აზრით დიდ კითხვის ნიშანს აჩენს მის ლოკომოტივში დარჩენაზე.
devi
13:44 27-04-2017
0

სიახლეები პოპულარული