გურამ კაშია: კარიერის მატჩის მოლოდინი გამართლება არ არის

AutoSharing Option
გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა "ფეიენოორდთან" ერედივიზიონის ბოლო უქმეებზე განცდილი მარცხის შემდეგ - მისმა "ვიტესმა" მთავარი ჰოლანდიური ლიგის ლიდერთან 0:2 წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მცველმა აღნიშნა, რომ გუნდის სუსტ თამაშს ჰოლანდიის თასის ფინალის მოლოდინი არ ამართლებს.

"როტერდამულმა კლუბმა ჩვენზე უკეთესად ითამაშა. ისინი უფრო სწრაფად მოქმედებდნენ და ახერხებდნენ ორთაბრძოლების მოგებას. ჩვენ სუსტად ვითამაშეთ და არაფერი გამოგვივიდა.

არ მიმაჩნია სწორად, მხოლოდ ჰოლანდიის თასის ფინალი დასახელდეს მიზეზად. რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შევძლოთ "ფეიენოორდთან" მარცხის დავიწყება. 30 აპრილს ჩვენ გველის ჰოლანდიის თასის ფინალი
- წლის და, შესაძლოა, კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩიც კი. კარგია, რომ სრული კვირა გვაქვს ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად", - თქვა კაშიამ.

ჰოლანდიის თასის ფინალში "ვიტესი" ალკმაარს" დაუპირისპირდება. ზოგადად, ჰოლანდიაში, სადაც სამი გუნდის ჰეგემონიაა, სხვა გუნდებისათვის ძალიან ჭირს ტიტულების მოგება და "ალკმაარისთვის" ეს მართლაც რომ ისტორიული შანსია.

ცოტა ხნის წინ თავად გურამმა განაცხადა, რომ თუ ჰოლანდიის თასს მოიგებს, ეს მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება "ვიტესში" დასარჩენად. ბოლო წლებში კაშია გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და კაპიტნის სამკლავურსაც ატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული