[ლეგიონის უქმეები] ლევან მჭედლიძის გოლი და ტრავმა "მილანთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძე ერთდროულად გვახარებს და გვაშფოთებს კიდეც. ის დიდებულ სეზონს ატარებს "ემპოლიში", მაგრამ...

იტალია, სერია A.
ლევან მჭედლიძემ თავით გაუტანა "მილანს" და "ემპოლიმ" 2:1 იმარჯვა. ეს ჩვენებურის მე-6 გოლია სეზონში. სამწუხაროდ, სასიხარულო ამბავი ამით ამოიწურა - 53-ე წუთზე ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, რადგან ფორვარდმა მარცხენა მუხლი დაიზიანა. თამაშის შემდეგ "პიანეტა ემპოლი" წერდა, რომ ტრავმა არც ისე სერიოზულია, როგორც თავიდან ჩანდა, თუმცა მალე კიდევ ერთი სიახლის მიხედვით, მას მუხლის მყესების დაზიანება დაუდგინდა და დიდი ალბათობით, ამ სეზონში ქართველის თამაში გამოირიცხა.
იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge

იტალია. ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის (88-ე წუთზე შემოვიდა) "ტუტოკუოიომ" 2:1 მოუგო რომის "რასინგს".

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
"ალმერიასთან" მატჩში (1:2) "სევილიას" დუბლების განაცხადში არ ყოფილა გიორგი აბურჯანია.

საფრანგეთი, ლიგა 2.
"რეიმსისა" და "ნიმის" მატჩის (1:1) განაცხადში ჯაბა კანკავას გვარს ვერ ამოიკითხავთ, რადგან მატჩამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მწვრთნელს ამ მატჩისგან გათავისუფლება სთხოვა.

გერმანია, II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას (90 წთ) დრეზდენის "დინამო" სტუმრად "ფიურტთან" 0:1 დამარცხდა.

ლუკას ჰუფნაგელის (67-ე წუთზე გამოვიდა) "ნიურნბერგი" სტუმრად "ვიურცბურგს" დაუზავდა - 1:1.

ჰოლანდია, ერედივიზიე.
არნემის "ვიტესი" შინ "ფეიენოორდთან" 0:2 დამარცხდა, გუნდის ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია, სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტე" "კოვას" დაუზავდა - 2:2, ხოლო რომან ჭანტურიას "ოლიანენსე" სტუმრად "ლეიშოეშთან" დამარცხდა - 0:3.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
პოლონეთის პირველობა ორ 8-გუნდიან ჯგუფად გაიყო. ზედა 8 გუნდში მხოლოდ ორი კლუბია, სადაც ქართველები ასპარეზობენ - "ლეგია" და "პოგონი". "ლეგიამ" სტუმრად 2:1 მოუგო "კრაკოვიას". ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო. "პოგონმა" "ლეხიას" 3:1 სძლია. მათე ცინცაძე სათადარიგო იყო.

"არკა" 1:1 დაუზავდა "პლოცკს", მასპინძელთა შორის სათადარიგო იყო ლუკა ზარანდია, ხოლო სტუმრებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი მერებაშვილმა.

"ლენჩნამ" "ვისლას" 3:1 მოუგო, თუმცა გამარჯვებულთა რიგებში ნიკა ძალამიძე არ ყოფილა.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" ვენის დერბიში 0:2 დამარცხდა "აუსტრიასთან". ჩვენებური მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

ავსტრია, რეგიონალლიგა.
"კუფშტაინმა" 4:0 დაამარცხა საკ-ი, ხოლო ლუკა ძიძიგურმა ერთი გოლი გაიტანა. ეს 24 წლის ფორვარდის მე-9 გოლია სეზონში.

დანია, სუპერლიგა.
დავით სხირტლაძის "სილკებორგი" და მათე ვაწაძის "ვიბორგი" ელიტაში დარჩენისთვის გააფთრებით იბრძვიან. სტუმრად 2:1 მოგების შემდეგ "ვიბორგი" უშუალო კონკურენტს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. ქართველი ფორვარდები კი მოედანზე მხოლოდ 7-წუთიან მონაკვეთში იყვნენ ერთად - მასპინძელთა თავკაცმა სხირტლაძე 70-ე წუთზე შეცვალა, სტუმართა დამრიგებელმა კი ვაწაძე 63-ე წუთზე ჩართო თამაშში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტური რჩება. "ესბიერგმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ჰორსენსს". ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბუდუ ზივზივაძე სათადარიგო იყო.

შვედეთი, ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძემ 90 წუთი ითამაშა "ესკილსტუნასა" და "ჰალმსტადის" თამაშში - 0:0.

უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.

ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" სტუმრად 1:0 მოუგო "პაკშს". ჩვენებურს არ უთამაშია.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
გიორგი ბერიძემ კვლავ გაიბრწყინა "ტრენჩინში". მან საგოლე პასი გააკეთა "რუჟემბეროკთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თურქეთი, I ლიგა.
სანდრო კობახიძის (84-ე წუთზე შემოვიდა) "გიოზთეფემ" 3:2 მოუგო "ადანას".

კვიპროსი, I ლიგა.
ირაკლი მაისურაძის (მეორე ტაიმი ითამაშა) "ერმისი" შინ 1:5 დამარცხდა "დოხასთან". "ახნასი" "კარმიოტისას" დაუზავდა - 1:1. ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ილურიძე 52-ე წუთზე გამოცვალეს.

მაკედონია, I ლიგა.
"ვარდარმა" სტუმრად 2:0 მოუგო "შკუპს", ჯაბა ჯიღაური კი სათადარიგო იყო.

რუსეთი, პრემიერლიგა.
ჯიმი ტაბიძე სათადარიგო იყო, ხოლო მისი "ურალი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ზენიტთან". "ურალს" სამი კაცი გაუძევეს. ამ გუნდის შემადგენლობაში კვლავ ვერ თამაშობს ტრავმირებული გიორგი ჭანტურია.

გიორგი ლორია კვლავ სათადარიგოთა სკამზე ვიხილეთ, "კრილია სოვეტოვი" კი შინ "რუბინს" დაუზავდა - 0:0.

ჩემპიონატის ლიდერი "სპარტაკი" როსტოვში მოულოდნელად 0:3 დამარცხდა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა ჯანო ანანიძემ (5 ბალი "ჩემპიონატისგან").

მოსკოვის "ლოკომოტივი" 3:3 დაუზავდა "ამკარს". მასპინძელთა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა (7,5 ბალი) და პენალტი "აიკიდა".

ტულის "არსენალში" გია გრიგალავას დებიუტი შედგა. მან ბოლო 5 წუთი ითამაშა "კრასნოდართან" 0:2 წაგებულ შეხვედრაში. გამარჯვებულებს კვლავ არ ჰყოლიათ ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი.

ელგუჯა ლობჯანიძის (75-ე წუთზე გამოვიდა) "ორენბურგმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ტომი".

რუსეთი, I ლიგა.
მამუკა კობახიძის (90 წთ) "ნეფტეხიმიკი" შინ "სპარტაკის" დუბლებთან დამარცხდა - 0:1.

უკრაინა, პრემიერლიგა.
"ოლექსანდრიამ" 1:0 მოუგო "ოლიმპიკს ", მასპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო ვახტანგ ჭანტურიშვილი.

"ზორია" "ჩერნომორეცთან" 1:2 დამარცხდა. "ზორიას" რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ, ოდესელთა რიგებში კი - დავით ხოჭოლავამ.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
ეს სეზონი მთლად კარგად ვერ დაიწყო ბატე-ს ნახევარმცველ ვაკო გვილიასთვის, "კრუმკაჩისთან" 3:2 მოგებულ შეხვედრაში სტუმართა ქართველი ლეგიონერი ბოლომდე სათადარიგოების სკამზე დარჩა.

ოთარ ჯავაშვილის (90 წთ, გააფრთხილეს) "სლავია" "მინსკს" დაუზავდა - 2:2.

გოგიტა გოგატიშვილის (შესვენებაზე შეცვალეს) "დინამომ" 1:0 მოუგო გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანს".

ლატვია, ვირშლიგა.
რიგის დერბიში "რიგასი" 0:1 დამარცხდა "რიგასთან". ლაშა შერგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი დიაკვნიშვილი სათადარიგო იყო.

ქართველთა "ლიეპაია" სტუმრად 1:1 დაუზავდა "ვენტსპილსს". ვასიკო ბაჩიაშვილი სათადარიგო იყო, გიორგი ერისთავს არ უთამაშია.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ტალინის დერბი მოიგო ზაქარია ბეგლარიშვილის (77-ე წუთზე გამოცვალეს) "ფლორამ" "ინფონეტთან" დაპირისპირებაში - 1:0.

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
ნუგზარ კვირტიას (მეორე ტაიმი ითამაშა) აზალ-მა შინ "ქიაფაზთან" 1:2 წააგო.

გიორგი გოროზიას (81-ე წუთზე შევიდა) "ზირა" გიორგი ნავალოვსკის (90 წთ) "ნეფთჩისთან" 2:2 დაზავდა.

დღეს ზაურ სვანაძის "ინტერი" სტუმრად ნიკა კვეკვესკირის "გაბალას" ეთამაშება.

სომხეთი, პრემიერლიგა.
ირაკლი კვეკვესკირის (85-ე წუთზე შემოვიდა) "ალაშკერტმა" სტუმრად "შირაქს" მოუგო - 1:0.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
კახა ცხადაძის "ქაირათი" სტუმრად ლაშა დვალის (90 წთ) "ირტიშს" დაუზავდა, დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ქართველთა "ორდაბასი" შინ "ტობოლთან" 1:2 დამარცხდა. ოთარ მარცვალაძე 64-ე წუთზე გამოცვალეს, გოგიტა გოგუა მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა.

უზბეკეთი, ოლიი ლიგა.
ტაშკენტის დერბიში კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" მის ყოფილ გუნდს, "ფახთაქორს" 2:1 მოუგო.

შოთა გრიგალაშვილის (67-ე წუთზე გამოცვალეს) "ოლმალიქმა" "ყიზილყუმთან" 0:0 ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს არის სტატია არა იმაზე, თუ როგორ ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა, არამედ იმაზე, თუ როგორ არ ითამაშეს:)
zaza
08:18 25-04-2017
0
იქ სკამზე ჯდომაში აძლევენ იმდენს აქ როარ დაესიზმრებათ და მიტო მიდიან.თორე გინდა აქ მჯდარხარ სკამზე და გინდ იქ.ჯანო რამდენს ღებულობს ან ოქრიაშვილი კრასნოდარში ალბათ ბევრად მეტს ვიდრე ჩვენთან.ასე რო ფულია მთავარი აქ ფული.
qutaiseli
16:21 24-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული