[ლეგიონი] ვაწაძის "ვიბორგმა" სტუმრად სხირტლაძის "სილკებორგს" აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აპრილს დანიის სუპერლიგის სარელეგაციო B ჯგუფში IV ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ქართველი ლეგიონერების გუნდები დაუპირისპირდნენ.

დავით სხირტლაძის გუნდმა "სილკებორგმა" საკუთარ მოედანზე მათე ვაწაძის "ვიბორგს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში 70-ე წუთამდე ითამაშა სხირტლაძემ, ვაწაძე კი სტუმართა შემადგენლობაში მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველ თავდამსხმელს ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს.

"სილკებორგი" სარელეგაციო B ჯგუფში 35 ქულით მეორე ადგილზეა, "ვიბორგი" 32 ქულით - მესამეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული