ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"თბილისის "დინამოში" მითხრეს, იმდენად კარგი ფეხბურთელი ვერ ხარ, რამდენადაც სასიძოო"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცელმა დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ხოჭოლავამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან:

მკითხველი:
- 3 წლის წინ "დინამოს" შემადგენლობაში არ გათამაშებდნენ, საიდანაც ფოთის "კოლხეთში" გადახვედი და პირველ ლიგაში ითამაშე ნახევარი სეზონი, დღეს კი უკვე დონეცკის "შახტართან" გააფორმე კონტრაქტი. რას ეტყოდი შენს მაგალითზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოტივაციის გასაზრდელად?
- პირველი და უმთავრესი, შრომაა! უკრაინაში როცა ჩამოვედი, მეგონა, ფიზიკურად უკვე სათანადოდ მზად ვიყავი, მაგრამ
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი შემიძლია.

მოტივაციის გასაზრდელად, ერთ სასაცილო ფაქტს გავიხსენებ (დღეს კი მეცინება, მაგრამ მაშინ ის ფრაზა გულში ჩამრჩა). თბილისის "დინამოდან" წამოსვლისას, კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, იმდენად კარგი ფეხბურთელი ვერ ხარ, რამდენადაც სასიძოო...

ასე რომ, იცოდეთ, ყოველთვის ყველა დადებითად ვერ შეგაფასებთ, მაგრამ თვითრწმენა არასოდეს უნდა დაკარგოთ!

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.