"ემპოლი" "მილანს" ქართულ-სენეგალური ტანდემით შეუტევს

AutoSharing Option
იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე სერია A-ს მორიგ ტურში "მილანის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"მილანის" წინააღმდეგ "ემპოლი" შეტევაში ქართველისა და სენეგალელი მამე ტიამის ტანდემით გავა. მატჩი კვირას გაიმართება "სან სიროზე" (ჩვენი დროით 17:00-ზე).

"ემპოლი" ორი ცენტრფორვარდით ითამაშებს. ტიამი და მჭედლიძე ერთ პოზიციაზე კი თამაშობენ, მაგრამ მათი სტილი მაინც სხვადასხვაგვარია. ქართველი მაღალ ბურთებზე იბრძოლებს, სენეგალელი კი უფრო მოძრავია", - წერს "ილ ტერანო".

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მჭედლიძემ ამ სეზონში 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული