ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ლოკომოტივის" პრეზიდენტი: გვინდა, საბა კვირკველია გამოვისყიდოთ

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივს" ქართველი მცველის, საბა კვირკველიას კონტრაქტის გამოსყიდვა სურს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბის პრეზიდენტმა ილია გერკუსმა განუცხადა.

კვირკველია "ლოკომოტივში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყაზანის "რუბინიდან" იჯარის წესით გადაბარგდა. იჯარა სეზონის ბოლომდეა გათვლილი. 25 წლის მცველმა "ლოკომოტივის" მაისურით უკვე 8 მატჩი ჩაატარა.

"გვინდა, საბა კვირკველია გამოვისყიდოთ. ვაწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს? ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შემდეგ ტრანსფერის დეტალებზე", - თქვა გერკუსმა.

23 ტურის შემდეგ "ლოკომოტივი" 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ