გიორგი არაბიძე: არ ვარ ის, ვისაც პატარა წარმატება დააკმაყოფილებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, არაბიძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს. ფეხბურთელმა შემდეგი კითხვა მოიწონა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- "ვარსკვლავური სენის" ნაადრევად შეყრის გამო ჩვენი ფეხბურთელები უცხოელებთან შედარებით რთულად ვითარდებიან. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ფეხბურთელებს პატარა წარმატებაც აკმაყოფილებთ. შენ როგორი ხარ ამ კუთხით? მცირედი დაგაკმაყოფილებს?
- განვითარებაა საჭირო, მიღწეულით არ უნდა კმაყოფილდებოდნენ. სიმართლე უნდა ითქვას: საქართველოში ფეხბურთელი
ვერ განვითარდება დღეს ისე, როგორც ევროპაში.

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ეს ყველაფერი ვარსკვლავური სენის ბრალია. ფეხბურთელები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც მცირე წარმატებას არაფრად თვლიან, აგრძელებენ შრომას და ისინი, ვინც პირიქით, მცირედითაც კმაყოფილდებიან.

მე არ ვარ ის, ვისაც პატარა წარმატება დააკმაყოფილებს და გაჩერდება.

მკითხველი:
- რას ურჩევ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელით აპირებენ თამაშს? სამწუხაროდ, ასეთი არაერთია... ამას იმიტომ გეკითხები, რომ მსგავსი არჩევანის წინაშე შენც იდექი, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველო აირჩიე, ეროვნულ ნაკრებში ითამაშე და გოლიც კი გაიტანე...
- ეს მათი გადასაწყვეტია და მე ვერაფერს ვიტყვი. მე ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ქართველი ვარ და ამაზე საუბარი არც ღირს.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - გიორგი არაბიძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული