ლევან მჭედლიძე: ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ დერბის მოვიგებდით

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტოსკანური დერბი შედგა - "ფიორენტინა" შინ 1:2 დამარცხდა ლევან მჭედლიძის "ემპოლისთან".

"ემპოლიმ" იანვრის მერე პირველად მოიგო, ხოლო 5 თებერვლის შემდეგ პირველად სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ლევან მჭედლიძემ, რომელიც 67-ე წუთზე გამოცვალეს.

"თითქმის დაუჯერებელი იყო ამ მატჩის მოგება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა.

ვთქვით, რომ შევძლებდით გამარჯვებას ფლორენციაში და მოვიგეთ კიდეც. ამით დავამტკიცეთ, რომ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული