"ემპოლის" პრეზიდენტი: რომ არა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელის, ლევან მჭედლიძის ტრავმა...

AutoSharing Option
იტალიური "ემპოლის" პრეზიდენტმა ფაბრიციო კორსიმ სერია A-ს 32-ე ტურის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- ლევან მჭედლიძე: თქვენ გაქვთ უფლება, გვისტვინოთ, მაგრამ ახლა მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება

გუნდს წინა ტურში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ლევან მჭედლიძე დაუბრუნდა. მის გარეშე "ემპოლიმ" შვიდიდან შვიდივე მატჩი დათმო და ჯამში სულ სამი გოლი გაიტანა. კლუბის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას მჭედლიძეც ახსენა.

"რომ არა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელის, ლევან მჭედლიძის ტრავმა, შესაძლოა, ეს ჩავარდნა სულაც არ გვქონოდა", - თქვა პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული