ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Univision: ანანიძე, პატო, უილშირი... ფეხბურთელები, რომლებმაც ვერ გაამართლეს

AutoSharing Option
ესპანურმა საიტმა univision.com-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ ფეხბურთელებზეა საუბარი, რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს.

სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" 24 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც.

"ანანიძისთვის ერთდროულად საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები იბრძოდნენ. ჯანომ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა. მისი დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 2009 წელს 17 წლის ასაკში შედგა. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა", - წერს საიტი.

სიაში ისეთი ცნობილი ფეხბურთელებიც მოხვდნენ, როგორებიც ხავიერ სავიოლა, ვალერი ბოჟინოვი, ნიკლას ბენტნერი, ალეშანდრე პატო, ჯეკ უილშირი, იკერ მუნიაინი, ბოიან კრკიჩი,
ალენ ჰალილოვიჩი
არიან.
ასევე დაგაინტერესებთ