"ლოკომოტივის" მთავარი შენაძენი - საბა კვირკველია რამდენიმე სიმბოლურში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივს" ძალიან კარგად რომ შეეწყო, ფაქტია. 25 წლის ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც ყაზანის "რუბინში" არ სწყალობდნენ, "რკინიგზელთა" რიგებში თამაშის პრობლემა საერთოდ არ აქვს. აი, ბოლო ტურში კი, რომელშიც მისმა გუნდმა სტუმრად "უფა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, იმდენად დამაჯერებლად ითამაშა, რომ ერთბაშად რამდენიმე რუსულმა გამოცემამ 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

"საბა კვირკველიას მიერ მოსკოვის "ლოკომოტივში" ჩატარებული კიდევ ერთი ხარისხიანი თამაში გვარწმუნებს, რომ "რკინიგზელებმა" ქართველი მცველის ტრანსფერით არ ინანეს", - წერს გამოცემა championat.com.

"ჩორლუკას არყოფნის გამო სიომინმა კვირკველიას
"რკინიგზელთა" დაცვის გულში ანდო ადგილი და ქართველმაც არ დააღალატა. მან საიმედოდ ითამაშა ართმევაზეც და მეორე სართულზეც, დაუფარა ფატაის სახიფათო დარტყმული.

საერთოდ, ქართველის იჯარა, რომელიც თავიდან არცთუ მთლად გასაგებ გარიგებად მოჩანდა, "ლოკომოტივის" მთავარ და გადამწყვეტ ტრანსფერად გვევლინება", - წერს football.kulichki.net.

აქვე მოგახსენებთ, რომ სადისციპლინო კომიტეტმა "უფა"-"ლოკომოტივის" მატჩის შესვენების დროს, სავალდებულო ფლეშ-ინტერვიუზე კვირკველიას უარის გამო, საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი" დააჯარიმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული