დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
football.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ოდესის "ჩერნომორეცისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავაც მოხვდა.

უკრაინის პრემიერლიგის მორიგ ტურში ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" დონეცკის "ოლიმპიკს" უმასპინძლა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

"ქართველმა ფეხბურთელმა თამაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ იძულებული იყო, გუნდს უკანაც დახმარებოდა და მეორე ტაიმში უკვე ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავა. მას ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა მოუწია, რიგ მომენტებში კი თავგანწირვით თამაშობდა.

ხოჭოლავამ მოედანზე ბოლომდე იბრძოლა. ერთ მომენტში ლამის ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედანზე დაბრუნდა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო
ფეხბურთელი იყო", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ამავე საიტმა ხოჭოლავა პრემიერლიგის თებერვალ-მარტის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხოჭო მაგარია! გადავიდეს შახტარში მერე გზა ხსნილია პრემიერ ლიგა ბუნდეს ლიგა!
0
ძაან საიმედო ბიჭია ეტყობა. კი გვჭირდება მაგ პოზიციაზე კაცი
zviad
20:15 03-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული