დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის თებერვალ-მარტის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
football.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის თებერვალ-მარტის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ოდესის "ჩერნომორეცისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავაც მოხვდა.

"მთელი ზამთარი ქართველი მცველი მედიას "შახტარში" გადაჰყავდა, ის კი დარჩა ოდესაში და წელიწადიც შესანიშნავად დაიწყო. აქ მხოლოდ კიევის "დინამოს" კარში გატანილ გოლს არ ვგულისხმობთ.

გამოჩნდა, რომ ხოჭოლავას მომატებული აქვს. ამიტომაც "ჩერნომორეცის" მწვრთნელმა ბაბიჩმა ექსპერიმენტები დაიწყო, გუნდს სამი მცველით ათამაშებს, ხოჭოლავას კი უფრო საყრდენ ზონასთან სწევს. დარჩა მხოლოდ დაველოდოთ, როდის აკრეფს ფორმას გიორგი გადრანი. ამის შემდეგ "ჩერნომორეცი" იოლად გაქაჩავს სამი ცენტრალური მცველით.

ერთი
ეგაა, რომ ეს ვარიანტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე გამოდგება. დიდი ალბათობით, ახალ სეზონს ხოჭოლავა უკეთეს გუნდში დაიწყებს, რადგან მისი დონე უკვე ახლა შესამჩნევად აღემატება თანაგუნდელებისას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული