ვალერი კეჩინოვი: მაშინვე მივხვდით, ჯანო უნდა აგვეყვანა "სპარტაკში"

AutoSharing Option
"ჩემპიონატი" უახლოეს ხანებში გამოაქვეყნებს მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელისა და დუბლების მწვრთნელის, ვალერი კეჩინოვის ვრცელ ინტერვიუს, თუმცა გამოცემამ უკვე შემოგვთავაზა ერთი მონაკვეთი, სადაც კეჩინოვი იხსენებს იმ დროს, როცა "სპარტაკმა" ჯანო ანანიძე აიყვანა.

"საფეხბურთო აგენტმა, წარსულში "დინამოს" ცნობილმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ ჩვენთან სინჯებზე მოიყვანა ჯანო ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის წინ.

ძალიან გვთხოვა, რომ გაესინჯათ ეს ფეხბურთელი. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ უკვე შემადგენლობებიც გაწერილი იყო და ვერ დავაყენებდით მას, მაგრამ ჩელებაძემ ძალიან ითხოვა.

ჯანო მეორე ტაიმში შევუშვი, გამხდარი ბიჭი, ყველაზე პატარა იყო ასაკით. მაგრამ მან
45 წუთში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა. ამ ერთი საწვრთნელი მატჩითაც ცხადი გახდა, ჯანო უნდა აგვეყვანა.

რაც შეეხება ჯანოს ხასიათს, მე პრობლემები არ მქონია, ჯანო ყოველთვის ასრულებდა დავალებებს. მართალია, ფიზიკურად სუსტი იყო, მაგრამ მწვრთნელის დავალებებს კარგად იგებდა და ბრწყინვალედ ასრულებდა. პრობლემები მაშინ ჩნდებოდა, როცა მეტოქეს დუბლებში გადმოსროლილი "მუჟიკები" გამოჰყავდა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად. ისინი ხანდახან "გადაურბენდნენ" ხოლმე სუსტ ჯანოს", - იხსენებს კეჩინოვი ანანიძის პირველ ნაბიჯებს "სპარტაკში".

***
ამასობაში, "სპარტაკის" ფანებმა "ლოკომოტივთან" დერბიში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს. ჯანო მხოლოდ კვინსი პრომესს ჩამორჩა. რაც შეეხება სეზონს, საერთო ჩათვლაში ჯანო მე-9 ადგილზეა 135 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული