ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზურაბ ცისკარიძე სათამაშოდ შვედეთში დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების (2 მატჩი) 30 წლის მცველი ზურაბ ცისკარიძე კარიერას შვედეთის მთავარ ლიგაში ახლახან აღზევებულ "ესკილსტუნაში" გააგრძელებს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

2012-13 წლებში ცისკარიძე უკვე თამაშობდა ამ სკანდინავიურ ქვეყანაში, სადაც "სიოდრას" ღირსებას იცავდა. ბოლოს ის ჩეხურ "ტეპლიცეში" ირიცხებოდა, თუმცა პრაქტიკა იშვიათად ჰქონდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ