ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მჭედლიძე შესაძლოა, "რომასთან" მატჩში დაბრუნდეს

AutoSharing Option
იტალიური მედიის ცნობით, ლევან მჭედლიძე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს, ის ინდივიდუალურად ემზადება. ასე რომ, ჩვენებური "ნაპოლისთან" მატჩში ვერ ითამაშებს.

ამასობაში, "ემპოლის" 5-მატჩიანი წაგებების სერია აქვს, რაც ამჟამად ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე ხანგრძლივია.

მჭედლიძე გუნდს მომავალი კვირიდან შეუერთდება და სავარაუდოდ, "რომასთან" მატჩისთვის მწყობრში იქნება, რომელიც 1-ელ აპრილს გაიმართება.

ქართველ ფორვარდს, რომელსაც 12 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 5 თებერვლის მერე არ უთამაშია ზურგისა და კუნთების პრობლემის გამო. ტრავმა მას არც საქართველოს ნაკრებში თამაშის საშუალებას მისცემს.