"მთავარია, ჯვარედინი იოგების პრობლემა არ იყოს" - როგორია ოქრიაშვილის მდგომარეობა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ქართული დერბი შედგა - თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" გასვლაზე 2:1 მოუგო საბა კვირკველიას "ლოკომოტივს". სამწუხაროდ, ტრავმის გამო ოქრიაშვილმა (73-ე წუთზე შევიდა) თამაში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა.

- Lenta.ru: თორნიკე ოქრიაშვილის "ტურის დრიბლინგი" და "ტურის ემშაკობა" [VIDEO]
- [ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილის მოგება საბა კვირკველიასთან და ტრავმა

როგორც იცით, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს. სამაგიეროდ, შეუძლია ითამაშოს ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში.

ახლა ისმის კითხვა - გამოუშვებს თუ არა ტრავმა ოქრიაშვილს საქართველოს ნაკრებში? უშუალოდ
ფეხბურთელს ვერ დავუკავშირდით, სამაგიეროდ, "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა თორნიკეს მამამ, გოჩა ოქრიაშვილმა:

"რა თქმა უნდა, სამწუხარო ამბავია, მაგრამ ფეხბურთი ამის გარეშე არ არის. მინდორზე რომ შევიდა, თავიდან ფეხში კი ჩაარტყეს, მაგრამ მეორე ეპიზოდში, როცა ტრავმა მიიღო, არავინ შეხებია. ახლა ექიმები ადგენენ დაზიანების სიმძიმეს.

მითხრა, რომ ცოტა უჭირს ფეხის დადგმა. მთავარია, ჯვარედინი იოგების პრობლემა არ იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრებში ჩამოსვლას შეძლებს. თვითონაც მითხრა - ერთი სული მაქვს, ნაკრებში როდის ჩამოვალო!..

მეორე მხრივ, სანამ გამოკვლევის შედეგები არ იქნება, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრებში მართლა ყოვლეთვის მაქსიმუმს აკეთებდა საწყენი იქნება ტრამვა ეხლა :(
დინამო
10:53 15-03-2017
0
გოჩა ღმერთმა დაგლოცოს და გაგიძლიეროს შთამომავლობა. თოკოს მალე გამოჯანმრთველებას ვუსურვებ. გაიხარეთ.
gizog
10:50 15-03-2017
0

სიახლეები პოპულარული