Lenta.ru: თორნიკე ოქრიაშვილის "ტურის დრიბლინგი" და "ტურის ემშაკობა" [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩში თორნიკე ოქრიაშვილის დრიბლინგსა და ტრავმას რუსულ მედიაში დიდი ყურადღება დაუთმეს.

- [ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილის მოგება საბა კვირკველიასთან და ტრავმა

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს გამართულ "ლოკომოტივი"-"კრასნოდარის" (1:2) შეხვედრაში თორნიკე თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო, ერთ ეპიზოდში ცრუმოძრაობით ორი მოსკოველი ფეხბურთელი ჩამოიშორა გზიდან, მოგვიანებით კი ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

საიტმა Lenta.ru-მ თორნიკეს ეპიზოდები საფეხბურთო უიქენდის ყველაზე კაშკაშა მომენტების კრებულში შეიყვანა.

ტურის დრიბლინგი
ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, რომელმაც მატჩის ბოლო ნაწილი თავისი არასტანდარტული მოქმედებებით დაამშვენა.

ჰავბეკმა რამდენჯერმე გაამწვავა შეტევაში თამაში, კარგად იმუშავა დაცვაში, ხოლო 85-ე წუთზე შეასრულა ნომერი, რომელიც თამამად შეგვიძლია სეზონის საუკეთესო ეპიზოდების კრებულში შევიტანოთ. ქართველმა ჩორლუკას პასი ჩაჭრა, რის შემდეგაც თამამად აუარა გვერდი ორ მოწინააღმდეგს. ოქრიაშვილმა მეტოქეები ფინტებით ჩამოიშორა და შემდეგ პასი პარტნიორს გადააწოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურის ეშმაკობა
რამდენიმე წუთის შემდეგ ოქრიაშვილმა გვანახა, რომ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ საკმაოდ ცბიერი მოთამაშეცაა. ნახევარმცველმა მოედნის ცენტრში ბურთისთვის ბრძოლა მოიგო, მაგრამ შემდეგ ფეხში ტკივილი იგრძნო და გაჩერდა. იმისთვის, რომ "ლოკომოტივს" შეტევა სწრაფად არ გაეგრძელებინა, ქართველმა ბურთს ხელი სტაცა და გაზონზე გაწვა.

საბოლოოდ ოქრიაშვილი მოედნიდან გაიყვანეს, თავისი ნამოქმედარის გამო კი ყვითელი ბარათიც არ დასჯილა. ნახევარმცველი მზად იყო, მტკივანი ფეხით დაბრუნებულიყო თამაშში, თუმცა "კრასნოდარის" სამედიცინო შტაბმა მას ამის ნება არ დართო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკო მალე გამოჯანმრთველებას და დიდ წარმატებებს გისურვებ. ასევე გთხოვ შენს კარგ თამაშს ნუ აუფერულებ ცუდი წიკით, ფეხბურთელი ფეხით თამაშობს და ხელით ბურთის შეხება ყვითელით ისჯება. შეეშვი ამ მანკიერ ჩვევას.
gizog
10:03 15-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული