ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნუკრი რევიშვილი და გუგა ფალკავანდიშვილი "უნგენთან" "დაჩიას" განაცხადში იქნებიან

AutoSharing Option
დღეს, 11 მარტს, მოლდოვას ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩები გაიმართება. ნუკრი რევიშვილისა და გუგა ფალავანდიშვილის "დაჩია" "უნგენს" უმასპინძლებს.

ჩვენი ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი გუნდის განაცხადში იქნება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი დებიუტიც დღეს შედგება.

შეგახსენებთ, რომ რევიშვილი და ფალავანდიშვილი "დაჩიაში" 20 თებერვალს გადაბარგდნენ და ორი ტურის გამოტოვება მოუწიათ, რადგან სახელმწიფოსგან მუშაობის უფლებას ელოდნენ. 41 ქულით "დაჩია" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.