ეს უკვე შემაშფოთებელია - მჭედლიძე "კიევოსთანაც" არ იქნება

AutoSharing Option
"ტუტო მერკატოს" ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე, რომელსაც 5 თებერვლის მერე არ უთამაშია "ემპოლის" რიგებში, მომავალ ტურსაც გამოტოვებს.

"ლევან მჭედლიძე კვლავ თამაშგარეთაა. ეს უკვე შემაშფოთებელია. ქართველს ბარძაყის კუნთი აწუხებს. გამოკვლევამ გამორიცხა სერიოზული ტრავმა, თუმცა მჭედლიძემ დღეს სცადა ვარჯიშის განახლება, მაგრამ ტკივილი კვლავ იგრძნო.

ახლა მჭედლიძის მიზანი "ნაპოლისთან" საშინაო მატჩისთვის დაბრუნებაა", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს "ემპოლი" "კიევოს" ვერონაში ესტუმრება, ხოლო 19 მარტს "ნაპოლის" უმასპინძლებს, შემდეგ კი სანაკრებო პაუზაც დადგება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლივს გოლების გატანა დაიწყო და ეხლა ერთთვიანი პაუზა კაროჩე რაააა!!!! ჩვენ არ გვაქ ბედი თუ ამას? ხრუსტალისგან ხარ ბიჭო?
0
კაროჩე სანაკრებოდ სულ უთამაშებელი უწევს ტიპს ჩამოსვლა
ბაჩო გ
22:00 08-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული