FotoNews: შოთა არველაძე დომინიკაზე რეალითი შოუ Survivor-ში მიიწვიეს

AutoSharing Option
ეს ფოტო დომინიკის რესპუბლიკაშია გადაღებული. ფოტო ცნობილმა თურქმა პროდიუსერმა და მედიამაგნატმა აჯუნ ილიჯალიმ დადო "ინსტაგრამზე". "ძვირფას მეგობარ შოთასთან ერთად, დომინიკა", - წერს ილიჯალი, რომლის ქონებაც 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ილიჯალი ცნობილი რეალითი შოუ Survivor-ის თურქული ვერსიის პროდიუსერია, რომლის გადაღებებიც დომინიკის რესპუბლიკაში მიმდინარეობს.

შოთა არველაძე, რომელიც 2 იანვრიდან მოყოლებული, უმუშევარია, დომინიკაში პროდიუსერის სტუმრის სტატუსით იმყოფება.

თურქული მედია წერს, რომ არველაძე არა მარტო საფეხბურთო სამყაროშია პოპულარული, დახვეწილი იუმორის წყალობით, ის თურქული ტელეშოუების ხშირი სტუმარია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული