ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

პრემიერლიგა ჩემი ოცნება იყო - გურამ კაშიათი "სუონსი" დაინტერესდა

AutoSharing Option
ჰოლანდიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველ გურამ კაშიათი ინგლისის პრემიერლიგის კლუბი "სუონსია" დაინტერესებული.

ამასთან დაკავშირებით, "ვიტესის" კაპიტანმა voetbalzone.nl-ს კომენტარიც მისცა.

"პრემიერლიგის ნებისმიერი კლუბიდან ინტერესი სასიამოვნო იქნებოდა. იქ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. პატარაობისას "მანჩესტერ იუნაიტედს" ვგულშემატკივრობდი. ამ გუნდის წაგების გამო ვიტირე კიდეც. დღეს "ლივერპულს" ვგულშემატკივრობ.

ყოველ წელს ვირჩევ მწვრთნელს, რომელსაც ვუგულშემატკივრებ. წელს ასეთი იურგენ კლოპია, რომელმაც წინა წელს გამაოცა და მასზე რამდენიმე წიგნიც წავიკითხე.

მისი ფეხბურთისადმი მიდგომა და ემოციები შთამბეჭდავია. სიამოვნებით ვკითხულობ მის
ინტერვიუებს და პრესკონფერენციებსაც ვუყურებ", - თქვა კაშიამ.
ასევე დაგაინტერესებთ